18-წლამდელები ბელარუსში მიემგზავრებიან

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები პირველი საერთაშორისო მატჩებისთვის ემზადება – 4 და 6 დეკემბერს გიორგი მიქაძის გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს მინსკში ბელარუსის ნაკრებთან.

მთავარმა მწვრთნელმა მინსკში წასაყვანად 20 ფეხბურთელი შეარჩია:

მეკარეები: დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო);

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ნიკოლოზ გაბელაია (დინამო თბ), ბექა ხარშილაძე (დინამო თბ), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), გოგა ხვედელიძე (ფორტუნა კიოლნი, გერმანია), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (დინამო თბ), ბექა ბუიღლიშვილი (საბურთალო), ლუკა ბერიაშვილი (ცხინვალი), ცოტნე ფაცაცია (მარტვილი), გიორგი ივანიაძე (საბურთალო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), ნიკა ტოკლიკიშვილი (საბურთალო), შოთა შეყილაძე (ზესტაფონი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

Gff.Ge

ოთხიდან სამი მოგება სომხეთთან

საქართველოს 15 და 16-წლამდე ნაკრებებმა 27 და 29 ნოემბერს 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს სომეხ თანატოლებთან. გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა 15-წლამდელებმა ორივე მოიგეს – 3:0 და 1:0. გოლები ჯიბლაძემ (2), გაგნიძემ და ვაზაგაშვილმა გაიტანეს. ზვიად ჯელაძის 16-წლამდელებმა კი ჯერ 1:0 გაიმარჯვეს ტორონჯაძის გოლით, მერე კი 0:1 დათმეს.

ამ შეხვედრებით ნაკრებებმა შეკრებაც დაასრულეს. თუმცა რამდენიმე დღეში 15-წლამდე ნაკრებს უკვე საერთაშორისო ტურნირი ელის – 5-8 დეკემბერს თბილისში ბელარუსის, თურქეთისა და ლიტვის ნაკრებები ჩამოვლენ.

Gff.Ge