როგორც მოგეხსენებათ 6-დან 16 დეკემბერის ჩათვლით ფიფას ორგანიზებით არაბთა გაერთიანებულ ემირატებში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც მადრიდის “რეალი” მიიღებს მონაწილეობას.
დღეს კი მადრიდელთა დამრიგებელმა ზინედინ ზიდანმა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც გუნდთან ერთად იქნებიან საკლუბო მუნდიალის დროს. უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილებით განაცხადში ვერ მოხვდა ახალგაზრდა ესპანელი მცველი ხესუს ვალიეხო.
“რეალის” 23 კაციანი განაცხადი:
მეკარეები: ნავასი, კასილია, მოჰა.
მცველები: კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, ნაჩო, ტეო, აკრაფი.
ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ასენსიო, ისკო, ვასკესი, ლორენტე, კოვაჩიჩი, სებალოსი.
თავდამსხმელები: კრიშტიანუ, ბენზემა, ბეილი, მაიორალი.