საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” შეიკრიბა

როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში რუსთავის “რუსთავმა” ეროვნულ ლიგა 2-ში წარმატებული თამაშის შემდეგ საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში ასპარეზობის უფლება პირდაპირ მოიპოვა.

დღეს, 20 დეკემბერს ეროვნული ლიგა 2-ის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” პირველად შეიკრიბა. გუნდმა ჩაატარა მსუბუქი ვარჯიშები, რომლებიც ყოველდღიურად ახალ წლამდე გასტანს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დატოვებს გუნდს, ან ვინ იქნება “რუსთაველთა” ახალწვეული, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალები ახალი წლის შემდეგ გაირკვევა.

ასევე არ არის ცნობილი, თუ სად ჩაატარებს საშინაო შეხვედრებს ეროვნულ ლიგა 1-ში ახლად აღზევებული “რუსთავი”.

“სიონმა” ლიცენზირება წარმატებით გაიარა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების ლიცენზირების პროცესი დაასრულა. ბოლნისის “სიონმა” 2018 წლის სალიცენზიო ციკლი წარმატებით გაიარა. ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით ს/კ “სიონს” მიენიჭა ეროვნული

ლიცენზია, რომლის თანახმად კლუბი პრო და “ა” ლიცენზიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისური კლუბი ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს. “სიონმა” ბათუმის “დინამოს” ორმატჩიან დუელში აჯობა და ელიტაში დაბრუნდა.

ბოლნისის “სიონის” პრესსამსახური

“ტორპედო” ინტერნეტ-ტელევიზიას ქმნის (ვიდეო)

ახალი სეზონიდან, “ტორპედოს” თავისი ინტერნეტ-ტელევიზია, “ტორპედოTV” ექნება, რომელიც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

ქუთაისელთა მიზანია უწყვეტ რეჟიმში მიაწოდონ ინფორმაცია გულშემატკივრებს, როგორც ასაკობრივ, ასევე პირველ გუნდზე:

– პირდაპირ ეთერში ასაკობრივი გუნდების მატჩები;
– სხვადასხვა სახის სიუჟეტები როგორც მთავარ, ისე ასაკობრივ გუნდებზე;
– ფეხბურთელებთან ინტერვიუები;
– მატჩისწინა პრევიუები;
– მატჩისშემდგომი კომენტარები, ემოციები;
– სხვადასხვა სახის გადაცემები;
– და ა.შ.

ეროვნული ლიგა: 2017 წლების სეზონი ციფრებში (ფოტო)

დასრულდა ეროვნული ლიგის 2017 წლის რეგულარული სეზონი, რომელშიც ქუთაისის ტორპედომ ყველაზე მეტი 76 ქულა დააგროვა და გათამაშება ისტორიაში მეოთხედ მოიგო. გთავაზობთ განვლილ სეზონს ციფრებში:

Eliga.Ge