მადრიდის “რეალს” ზაფხულში ახალგაზრდა ფეხბურთელი შეუერთდება

როგორც მოგეხენებათ, მადრიდის “რეალმა” 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბრაზილიელი ტალანტი ვინისიუს ჟუნიორი შეიძინა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერჯერობით სამშობლოში რჩება და მშობლიურ “ფლამენგოს” რიგებში გამოდის.

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა AS-მა დღეს ინფორმაცია გაავრცელა, რომ 2018 წლის ივლისში ჟუნიორი “რეალს” შეუერთდება. ეს გადაწყვეტილება მადრიდელთა დამრიგებლმა ზინედინ ზიდანმა მიიღო. ფრანგი სპეციალისტი ბრაზილიელს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს და ამის შემდეგ გადაწყდება, დარჩება თუ არა საბოლოოდ ვინისიუსი “რეალში”. ზიდანის აზრით ბრაზილილი მსგავსი გამოწვევისათვის უკვე მზადაა.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ვინისიუს ჟუნიორის ტრანსფერი “რეალს” 45 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა ის იჯარის წესით ჯერჯერობით ისევ ბრაზილიურ “ფლამენგოში” რჩება, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული ფეხურთელია.