დღეს თბილისში ეროვნული ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა გაიმართა, სადაც “ნორჩმა დინამომ” ტყიბულის “მეშახტეს” უმასპინძლა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა.
შეხვედრა თბილისელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და უკვე პირველ წუთზე გოგი ფიფიამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გახსნა. განსაკუთრებით კარგად დინამოელები მეორე ნახევარში გამოირჩეოდნენ და 59-ე წუთზე იაგო დეისაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა.
შედეგიანი აღმოჩნდა ასევე ალექსანდრე გოგიბერაშვილის დარტყმა (69′), ხოლო 76-ე წუთზე ვანო შენგელიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ,,ნორჩმა დინამომ” მეტოქე 4-0 დაამარცხა.
ამ გამარჯვების შემდეგ დედაქალაქელებმა ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.