“ხიმნასტიკი” ლიდერთან დამარცხდა – კაკაბაძე სასტარტოში

დღეს ლა ლიგა 2-ის მე-20 ტურში “ხიმნასტიკმა” “უესკას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1-2 დამარცხდა.

“ხიმნასტიკის” სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა და თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, 37-ე წუთზე თავი ავილამ გამოიჩინა, ხოლო მეორე ბურთი საკუთარ კარში ბარეირომ ჩაჭრა 79-ე წუთზე. ანგარიში 94-ზე მაიკელმა შეამცირა, თუმცა ამ გოლის შემდეგ მსაჯის სასტვენის ხმაც გაისმა და საბოლოოდ მატჩი “უესკას” გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ამ მარცხის შემდეგ კაკაბაძის “ხიმნასტიკი” 21 ქულით მე-18 ადილზეა, თუმცა მათ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

კაკაბაძის “ხიმნასტიკი” “ლეონესასთან” დამარცხდა

დღეს ლა ლიგა 2-ის მე-19 ტურის შეხვედრაში “ლეონესამ” “ხიმნასტიკს” უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა მეტოქე.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა, 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა, სხვამხრივ კი კლუბს ვერაფრით დაეხმარა. “ლეონენსას” ფეხბურთელები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ, პირველი გოლი კი 64-ე წუთზე გერიდომ გაიტანა, ხოლო სხვაობა 77-ზე ისააკმა გაზარდა. საბოლოოდ მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ამ მატჩის შემდეგ კაკაბაძის “ხიმნასტიკი” მე-18 ადგილზეა 21 ქულით, თუმცა მათ ანგარიშზე ერთით ნაკლები შეხვედრაა.

“ხიმნასტიკი” 2:1 “სევილია ბ” – კაკაბაძე სასტარტოში, აბურჯანია განაცხადს მიღმა

დღეს ლა ლიგა 2-ში მე-18 ტურის შეხვედრაში “ხიმნასტიკმა” “სევილია ბ-ს” უმაპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა მეტოქე.

მასპინძლეთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა და ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც შეეხება “სევილიას” რიგებში მოთამაშე გიორგი აბურჯანიას, ის დღეს განაცხადს მიღმა აღმოჩნდა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ამის მიზეზი. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, “ხიმნასტიკი” მე-11 წუთზე მიკელის გოლით დაწინაურდა, რასაც 37-ზე მოლინას გოლი მოჰყვა. სტუმრებმა ანგარიშის შემცირება 76-ე წუთზე შეძლეს, თავი ფერნანდესმა გამოიჩინა. საბოლოოდ “ხიმნასტიკმა” 2:1 დაამარცხა მეტოქე.

ამ გამრჯვების შემდეგ, კაკაბაძის გუნდი მე-15 პოზიციაზეა, ხოლო “სევილია ბ-ს” 13 ქულა აქვს და 21-ე ადგილს იკავებს.

“სარაგოსამ” ხიხონის “სპორტინგი” დაამარცხა – პაპუნაშვილი სასტარტოში

დღეს ლა ლიგა 2-ში მე-17 ტურის შეხვედრა გაიმართა, “ხიხონმა” “სარაგოსას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 0-1 დათმო შეხვედრა.

სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც ქართველმა სრული მატჩი ჩაატარა და მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისმა გუნდმა ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე გაიტანა, თავი დელმასმა გამოიჩინა. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, მაგრამ “სარაგოსა” თავს კარგად იცავდა და საბოლოოდ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა (1:0).

ამ შეხვედრის შემდეგ პაპუნაშვილის “სარაგოსამ” 17 ტურში 20 ქულას მოუყარა თავი და მე-14 ადგილს იკავებს ცხრილში.