საქართველოს ფუტსალის ნაკრების ამხანაგური მატჩები პოლონეთში

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად პოლონეთში იმყოფება. ავთანდილ ასათიანის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე პოლონეთს 4 და 5 დეკემბერს დაუპირისპირდება. პოლონეთსა და საქართველოს შორის პირველი მატჩი, დღეს, თბილისის დროით 21 საათზე ქალაქ ბელხატოვში შედგება. მეორე ამხანაგური თამაში კი, 5 დეკემბერს ქალაქ ჩესტოხოვაში, 21 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა, მალტა), ზურაბ ლუკავა (სვეიკი, მალტა), ნიკა ზედელაშვილი (ლიდსელმაში, ბელარუსი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ლევან კობაიძე (აგორა, თბილისი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ,თბილისი), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა)

ავთანდილ ასათიანის გუნდმა 2017 წელს, ევროპის ჩემპიონატის ორი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია. ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში კი რუმინეთთან ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა (2:2, 4:7).

Gff.Ge