ირაკლი ძარიამ გორის “დილა” დატოვა

როგორც მოგეხსენებათ, დასრულდა ეროვნული ლიგა 1 და საქართველოს რანგით ნომერ პირველ დივიზიონში მოასპარეზე გუნდებისთვის უკვე ყველაფერი გაირკვა. ამჟამად ისინი მხოლოდ მომავალი სეზონისათვის კარგი სელექციით არიან დაკავებულები.

დღეს ცნობილი ხდება, რომ ეროვნული ლიგა 1-ის, მე-8 ადგილოსნის გორის “დილას” შემადგენლობა დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ძარიამ. მას “დილასთან” ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და შესაბამისად კონტრაქტი აღარ გახანგრძლივებულა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კარიერას.

29 წლის ფეხბურთელი გორელთა რიგებში გასული სეზონის დასაწყისში ჩაირიცხა. ამ დროის განმავლობაში მან 28 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.