“ტორპედო” პირველმა ფეხბურთელმა დატოვა

დასრულდა საქართველოს რანგით პირველი დივიზის გათამაშება და ეროვნულ ლიგა 1-ის ბინადართათვის სატრანსფერო “ფანჯარა” გაიხსნა.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრილი ქუთაისის “ტორპედო” ამჟამად მხოლოდ გაძლიერეებაზე უნდა ფიქრობდეს. ცნობილი ხდება, რომ იმერელთა რიგები პირველმა ფეხბურთელმა გურამ ადამაძემ დატოვა. 29 წლის ცენტრალური მცველი 2017 წლის სეზონის პირველ-მეორე წრეში სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ხვდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მას მინდორზე იშვიათად ვხედავდით. ადამაძეს “ტორპედოსთან” ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და შესაბამისად მან გუნდი დატოვა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად ითამაშებს გურამი მომავალ სეზონში.

გურამ ადამაძე ქუთაისელთა რიგებში ქობულეთის “შუქურადან” 2017 წლის დასაწყისში გადავიდა და “ტორპედოს” მაისურით 13 შეხვედრა ჩაატარა.