ბოლო პერიოდში პრესაში აქტიურად ვრცელედებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “შალკეს” ახალგაზრდა ნახევარმცველის ლეონ გორეცკას შეძენით ევროპული გრანდები ინტერესდებოდნენ.
ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი წერს, რომ ლონდონის “არსენალი” გორეცკას უკვე შეუთანხმდა და 2018 წლის ზაფხულში გერმანელი ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ლონდონელები გორეცკას აგენტთან კონტრაქტის დეტალებს უახლოეს მომავალში შეათანხმებენ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში “შალკე” 22 წლის ტალანტის სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, ისინი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნებისმიერ შემოთავაზებას დათანხმდნენ.
გორეცკა მიმდინარე სეზონში “შალკეს” მაისურით მინდორზე 12-ჯერ გამოვიდა, მის ანგარიშზე 4 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.