„ინტერს“ გომისი სჭირდება

როგორც მოგეხსენებათ, მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობამ ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის მირკო ვუჩინიჩის გადაბირება ვერ მოახერხა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნერაძური“ ამჯერად „ლიონის“ ფორვარდით ბაფეტიმბი გომისით დაინტერესდა.

„ზაფხულში სხვა გუნდში გადავალ. ჩემპიოანტისა და გარემოს შეცვლა მსურს. მზად ვარ, ნებისმიერი წინადადება განვიხილო“, – განაცხადა თავად მოთამაშემ.

ცნობისთვის, „ლიონთან“ მოქმედი კონტრაქტი გომისს სწორედ მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებს და, გამორიცხული არ არის, ფრანგულმა კლუბმა იგი გაცილებით ნაკრებ ფასში გაუშვას.

ალექსანდრე მატევოსოვი