ბოლო პერიოდში სხვადასხვა უცხოური გამოცემები ხშირად წერენ იმის შესახებ, რომ მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი მარკო ასენსიო კლუბის გამოცვლაზე ფიქრობს.
ამის მიზეზი ის არის, რომ ასენსიო ხშირად ვერ ხვდება სასტარტო შემადგენლობაში და მინდორზე უმეტესად შეცვლებზე შედის. ცნობილი ესპანური გამოცემა Don Balon-ი ავრცელებს ინფორამციას, რომ “რეალის” ტალანტის დამატებით მანჩეტერ “იუნაიტედი” ინტერესდება. ინგლისელები 21 წლის შემტევის დამატებას მოახლოვებული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავენ. ჯერჯერობით უცნობია მოლაპარაკების დეტალები, მაგრამ ფაქტია ასენსიო მსგავს შემოთავაზებას აუცილებლად განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის მარკო ასენსიო “რეალში 2015 წლიდან ირიცხება. ამ პერიოდში მის ანგარიშზე 59 შეხვედრა, 17 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.