დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში მოსკოვის “დინამომ” მახაჩყალას “ანჟის” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:0 დაამარცხა მეტოქე.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა და ორი გავებული გოლის მიუხედავად ერთ-ერთი გამორჩეული იყო “ანჟის” რიგებში. ანგარიში შეხვედრის დაწყებიდან მალევე გაიხნა, მე-8 წუთზე ტაშაევმა მოახერხა სტუმართა კარის აღება. მეორე გოლი ლუცენკოს ანგარიშზეა, ამ უკანასკნელმა სხვაობა ორამდე მე-60 წუთზე გაზარდა. საბოლოოდ მატჩი მოსკოველთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
მას შემდეგ, რაც “ანჟი” უშუალო კონკურენტთან დამარცხდა 19 ქულით მე-15 პოზიციაზე დარჩა, ხოლო “დინამომ 4 საფეხურით წინ წაიწია და მოსკოველები მე-10 ადგილს იკავებენ.