როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის “რეალმა” ლა ლიგის მე-15 ტურში სევილიას უმასპინძლა და 5-0 გაანადგურა მეტოქე.
მატჩის დასრულების შემდეგ ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: “შესანიშნავი კვირა გამოვიდა, 2 შეხვედრაში რვა გოლის გატანა მოვახერხეთ და ძალიან ბედნიერები ვართ. გუნდი პროგრესს განიცდის და ვიმედოვნებ ასეც გაგრძელდება. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო საუკეთესო 45 წუთი რომელიც ისტორიაში ჩავატარეთ, მაგრამ ფაქტია 5 ბურთი გავიტანეთ და წარმატებას მივაღწიეთ. რაც შეეხება პორტუგალიელს, რონალდუს შესახებ გაფრთხილებდით. კრიშტიანუს მონდომება და ამბიცია ყოველთვის შესამჩნევია, ამიტომაც მისი ამგვარი თამაში ჩემთვის გასაოცარი სულაც არ არის” – განაცხადა ზინედინ ზიდანმა.
ამჟამად “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის ემზადება, ზიდანის გუნდი მუნდიალზე 12 დეკემბერს ჩაერთვება. მადრიდელები 1/2 ფინალში “ალ ჯაზირას” დაუპირისპირდებიან.