თოთაძემ “დინამოსთან” გაახანგრძლივა

ეროვნული ლიგა 1-ის დასრულების შემდეგ ფეხბურთელთა უმეტესობას კლუბებთან ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ, ამიტომაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა საქართველოში საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის “დინამომ” ლაშა თოთაძესთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისელთა პრესსამსახური ავრცელებს და თან თოთაძის კომენტარსაც აქვეყნებს: “დინამო ჩემი მეორე სახლია. მე მოხარული ვარ, ჩვენი ურთიერთობა კვლავ გრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ახალგაზრდა თანაგუნდელებთან ერთად წინ არაერთი გამარჯვება გველის. ჩემის მხრივ მათ ყველანაირად მხარში დავუდგები. ჩემი ოცნებაა კარიერის ბოლომდე დინამოს ვემსახურო”, – აცხადებს ლაშა თოთაძე.

ლაშა თოთაძემ მიმდინარე სეზონში “დინამოს” მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ მაჩვენებლით ის ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.