დურანტი დაბრუნებასთან ახლოსაა

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ მთავარმა ვარსკვლავმა კევინ დურანტმა გუშინ სრულყოფილად ივარჯიშა.

„დურანტი ვარჯიშის დროს ძალიან აქტიური იყო. ახლა იგი თავს გაცილებით კარგად გრძნობს. ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება მომდევნო დღეებში და გადწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ“, – განაცხადა გუნდის თავკაცმა სკოტ ბრუკსმა.

სავარაუდოდ, 26 წლის ფორვარდი თავის გუნდს „ფინიქს სანსთან“ შეხვედრაში დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში კევინმა მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 22,4 ქულა, 5 მოხსნა და 3,6 გადაცემა შეადგინა.

კევინ დურანტმა კარიერაში 15 000 ქულას მიაღწია (ვიდეო)

დღეს, გამთენიისას, „საკრამენტო კინგსთან“ ანგარიშით 104:92 მოგებულ მატჩში, კევინ დურანტმა თავის კარიერაში მე-15000 ქულა დააგროვა.

„კლივლენდმა“ ულებრონოდ „ოკლაჰომასთან“ წააგო, ოვერტაიმი საკრამენტოში

გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩები გაიმართა.

ოკლაჰომაში „თანდერმა“ „კლივლენდ კავალიერსი“ მიიღო, რომელსაც მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მუხლის ტრავმის გამო ლებრონ ჯეიმსი გამოაკლდა. საბოლოოდ, მატჩი „თანდერის“ 9-ქულიანი გამარჯვებით, 103:94 დასრულდა. ყველაზე შედეგიანები ამ შეხვედრაში „ოკლაჰომას“ რიგებიდან უესტბრუკი და კევინ დურანტი იყვნენ. „კავალიერსიდან“ კაირი ირვინგი და კევინ ლავი გამოირჩნენ.

მიმდინარე სეზონში „ოკლაჰომასთვის“ ეს მეცხრე გამარჯვებაა.

„ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ – „კლივლენდ კავალიერსი“ – 103:94 (18:26, 29:21, 31:19, 25:28)

„ოკლაჰომა“: უესტბრუკი (26 1. 7 მ. 8 პ.), დურანტი (19 ქ. 6 მ. 5 პ.), ჯექსონი (13 ქ.), მოროუ (11 ქ.), ლემბი (9 ქ.), ამასი (8 ქ. 10 მ.)
„კლივლენდი“: ირვინგი (20 ქ. 6 პ.), ლავი (18 ქ. 16 მ.), ტომპსონი (14 ქ. 13 მ.), დელავედოვა (14 ქ. 5 მ.), უეიტერსი (14 ქ.), ვერეჟაო (9 ქ. 6 მ.)

„საკრამენტო კინგსმა“ „ჰიუსტონ როკეტსი“ მიიღო და, ოვერტაიმის შედეგად, 109:113 დამარცხდა.

„საკრამენგო კინგსი“ – „ჰიუსტონ როკეტსი“ – 109:113 (26:16, 20:20, 23:25, 26:34, 14:18)

„საკრამენტო“: კოლისონი (24 ქ. 7 მ. 3 ჩ. 6 დ.), მაკლემორი (@1 ქ.), უილიამსი (17 ქ. 5 მ.), ტომპსონი (13 ქ. 15 მ.), გეი (13 ქ. 8 მ. 8 პ. 3 ჩ.)
„ჰიუსტონი“: ჰარდენი (44 ქ. 8 პ. 3 ჩ.), ბევერლი (15 ქ. 10 მ. 5 პ.), არიზა (15 ქ. 7 მ. 3 ჩ.), მოტეიუნასი (14 ქ.), ტერი (13 ქ.), დორსი (0 ქ. 9 მ. 5 ჩ.)