რაკიტიჩი: “რონალდუ უიღბლოა, რადგან მესის ეპოქაში მოუწია ასპარეზობა”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა მოსისხლე მტრის ფეხბურთელის, კრიშიტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ასევე, მან საკუთარ თანაგუნდელზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე გააკეთა კომენტარი.

“რონალდუ უიღბლოა, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ხანაში მოუწია ასპარეზობა. მიუხედავად კრიშტიანოსადმი დიდი პატივისცემისა, ვიტყვი, რომ მესი უნიკალურია. თუმცა, პორტუგალიელს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშესთან უწევს პაექრობა, რაც მისთვის კონკურენციის თვალსაზრისით, კარგია. ის მუდამ მოტივირებულია.”

“გიკვირთ ტერ შტეგენის ასეთი პროგრესი? მისი სეივები სულაც არაა გამაკვირვებელი, რადგან გერმანელი ყოველ მომენტში ვითარდება. ის მსოფლიოს ყველაზე კარგ კიპერებს შორისაა. დიდი კომფორტია, როცა ზურგს ასეთი მეკარე გიმაგრებს,” – ამბობს ხორვატი.