როგორც მოგეხსენებათ, დასრულდა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი და გაირკვა იმ გუნდთა ვინაობა, რომლებიც 1/16 ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
დღეს კი უეფას ოფიციალური საიტი 6 ტურის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელთა ვინაობას ავრცელებს.
მეკარე: კეიტა (“ესტერსუნდი”).
მცველები: ლაინერი (“ზალცბურგი”), პაპაიანოპულოსი (“ესტერსუნდი”), ლიუფტნერი (“კოპენჰაგენი”), დე ლა ბელია (“სოსიედადი”).
ნახევარმცველები: რიგონი (“ზენიტი”), კანალიესი (“სოსიედადი”), ფროილერი (“ატალანტა”).
თავდამსხმელები: ვერბიჩი (“კოპენჰაგენი”), ადურისი (“ბილბაო”), ანდრე სილვა (“მილანი”).