კოალიცია “უფლებადამცველთა სახლმა” რამდენიმე წლის წინ დააწესა პრიზი – “სწრაფვა გამარჯვებისკენ”. აღნიშნული ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა გუნდს, რომელიც სეზონში ყველაზე მეტჯერ შეძლებს თამაშის შემოტრიალებას (მაგ: 0:1-დან 2:1 მოიგოს და ა.შ).
წელს ყველაზე მეტჯერ (5) ეს ჩვენმა გუნდმა გააკეთა. რესტორან “სეზამში” “ტორპედოს” კოალიციის ლიდერი, მამუკა ტუსკაძე ესტუმრა და გუნდს თასი გადასცა. თასი კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ ჩაიბარა.
თასთან ერთად, “ტორპედოს” სპეციალური სიგელი და უფასო იურიდიული მომსახურების ერთწლიანი ბარათებიც გადაეცა.
ქუთაისის “ტორპედოს” პრესსამსახური