პოჩეტინო: “ანდერვეირელდი? რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ”

ლონდონის “ტოტენჰემის” ცენტრალურმა მცველმა, ტობი ანდერვეირელდმა მუხლის ქვედა მყესის ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის “რელთან” განმეორებით შეხვედრაში მიიღო. ბელგიელს იანვარში ელოდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქმე მარტივად არაა.

ტობის რეგრესი დაეწყო და მისი მყესების მდოგმარეობა გაუარესდა, რის გამოც, ახალი ქირურგიული ჩარევაა საჭირო. როგორც ვარაუდობენ, ის თებერვლამდე მოედანზე ვერ დაბრუნდება.

მოურისიო პოჩეტინომ საკუთარი გუნდის უკანახაზელზე ისაუბრა.

“არ შეგვიძლია, რეალობა შევცვალოთ. ჩვენს თავს ის ხდება, რომ ანდერვეირელდი თებერვლამდე ვერ დაგვეხმარება. რა თქმა უნდა, ცუდია, როცა ფეხბურთელს ლაზარეთში უშვებ. თუმცა, ეს ამ სპორტისთვის ნორმალურია. ჩემთვის ფეხბურთი გუნდია და არა ინდივიდუალიზმი. სწორედ ამიტომ, აუცილებელია თავის აწევა და არსებული რეურსით ბრძოლის გაგრძელება,” – ამბობს არგენტინელი დამრიგებელი.