“რეალმა” “ალ ჯაზირა” მინიმალური სხვაობით დაამარცხა

როგორც მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე 1/2 ფინალში მადრიდის “რეალი” და “ალ ჯაზირას” დაუპირისპირდა და საინტერესო ბრძოლაში 2:1 დაამარცხა მეტოქე.

შეხვედრა ესპანელთა აშკარა უპირატესობით დაიწყო. კრიშტიანუ რონალდუს რამდენიმე კარგი მომენტი შეექმნა, პორტუგალიელს რამდენიმეჯერ იღბალმა უმტყუნა, რიგ შემთხვევებში კი “ალ ჯაზირას” მეკარე თამაშობდა დამაჯერებლად. ასევე კარგი შანსი ჰქონდა ლუკა მოდრიჩსაც, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჰუსანი თამაშობდა დამაჯერებლად. ტაიმის მუწურულს კი, უკვე ნომინალურ მასპინძლებს მიეცათ რეალური შანსი, რომელიც რომანიომ ზუტად გამოიყენა და პირველი ნახევარი “ალ ჯაზირას” გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩი განსხვავებული მსვლელობით არც მეორე ნახევარში წარმართულა, “რეალი” უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა და საბოლოოდ რონალდუმ 53-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 81-ე წუთზე რამდენიმე წამით ადრე შემოსულმა გარეთ ბეილმა მადრიდელები წინ გაიყვანა. ამის შემდეგ უელსელს კიდევ ერთხელ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება, როდესაც აკრობატულ ნახტომში სცადა გოლის გატანა, მაგრამ “ალ ჯაზირას” კიპერმა ამჯერადაც შეუცდომლად ითამაშა. საბოლოოდ შეხვედრა “რეალის” გამარჯვებთ 2:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელები 16 დეკემბერს საკლუბო მუნდიალის ფინალში ბრაზილიურ “გრემიოს” დაუპირისპირდება.