როგორც მოგეხსენებათ, ქართულ ფეხბურთში ახლად დაბრუნებული “შევარდენი 1906-მა” გასული სეზონის პლეი-ოფში ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
თბილისურ “შევარდენს” დიდი გეგმები აქვს და ისინი საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში დაბრუნებისთვის იბრძოლებენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ კლუბთან ხელშეკრულების ვადა ამოეწურა გუნდის აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს გიორგი კიკნაძეს, რომელიც შედარებით გამოცდილმა გელა სანაიამ ჩაანაცვლა. სანაიასთან ერთ წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა და სწორედ ის უხელმძღვანელებს “შევარდენს” მომავალ სეზონში. ამის შესახებ ინფორმაციას იუნკერთა პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გელა სანაიას სხვადასხვა დროს უმუშავია თბილისის “ლოკომოტივში”, “სამტრედიაში”, “რუსთავში”, ხობის “კოლხეთსა” და ფოთის “კოლხეთში”.