ოფიციალურად: “იუვენტუსმა” რომულო ინათხოვრა

“ვერონას” ნახევარმცველი რომულო იჯარის წესით ტურინის “იუვენტუსში” ითამაშებს. საიჯარო ხელშეკრულება მთელი სეზონის პერიოდზე ვრცელდება.

შეთანხმების მიხედვით, თუ 27 წლის ფეხბურთელი “იუვეს” ფორმით მატჩების საერთო რაოდენობის მინიმუმ 60 პროცენტს ჩაატარებს, “ბებერ სინიორას” მისი სრულად გამოსყიდვის უფლება ექნება. ამ შემთხვევაში, ტურინელები იჯარისთვის გათვალისწინებულ ერთ მილიონს კიდევ 6 მილიონ ევროს დაამატებენ.

იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში რომულომ 32 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“ლივერპული” მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელით ინტერესდება

ინგლისური “ლივერპული” ნახევარდაცვის გასაძლიერებლად “სპარტაკის” ფეხბურთელის, რომულოს ტრანსფერის ვარიანტს განიხილავს. ბრიტანული პრესის ცნობით, “ლივერპული” “სპარტაკს” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დაუკავშირდება.

ამ ეტაპზე რომულო “სპარტაკთან” ერთად შეკრებაზეა. ფეხბურთელმა ტრავმის გამო 2012 წლიდან მხოლოდ ოთხი მატჩის ჩატარება შესძლო.