“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველს, ნემანია მატიჩს სჯერა, რომ “მანჩესტერ სიტის” დიდი უპირატესობის მიუხედავად, პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.
“სხვაობა ნამდვილად დიდია. 11 ქულა ცოტა არ არის, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ძალიან საინტერესო თამაში გველის და ისიც მჯერა, რომ “სიტი” ქულებს დაკარგავს. ვნახოთ, რა მოხდება.
როგორც ვთქვი, ჯერ კიდევ ბევრი მატჩია დარჩენილი და კვლავ ტიტულისთვის ბრძოლაში ვართ. თუ გვინდა, რომ მათ დავეწიოთ, თითქმის ყველა თამაში უნდა მოვიგოთ. ბუნებრივია, ვაანალიზებთ, რომ პრემიერ ლიგაში ეს არც ისე ადვილია.
გარდა ამისა, ჩვენ სხვა ტურნირებზეც ვაცხადებთ პრეტენზიას. “მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლომდე იბრძოლებს, მატჩიდან მატჩამდე,” – აცხადებს “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი.