16 დეკემბერს ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-17 ტურში “ტვენტემ” “ვიტესს” უმასპინძლა და საინტერესო ბრძოლაში შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა გუნდის ქართველი კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა და არნემელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თავდაპირველად, შეხვედრაში “ტვენტეს” ფეხბურთელები დაწინაურდნენ, მე-14 წუთზე თავი იენსენმა გამოიჩინა, ანგარიში კი სტუმრებმა 28-ე წუთზე მოუნტის გოლით გაათანაბრეს. საბოლოოდ – 1-1.
ამ შეხვედრის შემდეგ კაშიას “ვიტესი” 24 ქულით მე-7 ადგილზეა. არნემელები პირველი წრის ბოლო მატჩს 23 დეკემბერს “პსვ-ს” წინააღმდეგ გამართავენ.