ლაშა ჭაღიაშვილი: “საწვრთნელი პროცესის დაწყებას დიდი მოლოდინით ვხვდები”

“ლოკომოტივის” ახალი მთავარი მწვრთნელი, ლაშა ჭაღიაშვილი დედაქალაქური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან პირველ კომენტარს აკეთებს.

“პირველ რიგში, მინდა ლექსო თოფურიას და კლუბის ხელმძღვანელობას, ნდობისთვის მადლობა გადავუხადო.

განვლილ ორი სეზონში, ჟერარდ სარაგოსასთან და გიორგი დევდარიანთან ერთად მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა მათ მიმართ მადლიერება გამოვხატო.

გაცნობიერებული მაქვს ლოკომოტივის გაწვრთნის პასუხისმგებლობა. ასევე, მაქვს საკუთარი ხედვა, რის მიხედვითაც სტაფთან და ფეხბურთელებთან ერთად, ვიმუშავებ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი კლუბი გახდეს წარმატებული.

საწვრთნელი პროცესის დაწყებას დიდი მოლოდინით ვხვდები. იმედი მაქვს, 2018 წელს კლუბის ხელმძღვანელების ნდობასა და გულშემატკივრების იმედებს გავამართლებ”, – ამბობს ლაშა

36 წლის სპეციალისტი, ლოკომოტივიში მომავალი ერთი წლის მანძილზე იმუშავებს.

ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

თბილისის “ლოკომოტივს” ლაშა ჭაღიაშვილი გაწვრთნის. 36 წლის სპეციალისტსა და კლუბს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

2009/2010 წლების სეზონში, ჭაღიაშვილი “ლოკომოტვიში” გელა სანაიას ასისტენტი იყო. 2010/2011 წლებში იგი დუბლშემადგენლობას წვრთნიდა.

მოგვიანებით, 2013 წლამდე, ჭაღიაშვილი ლოკომოტივის 17 წლამდე გუნდს ავარჯიშებდა, საიდანაც ქუთაისის “ტორპედოში”, დუბლების მთავარ მწვრთნელად გადაინაცვლა.

2014/2015 წლების სეზონში, ლაშა “ლოკომოტივის” მთავარ გუნდში ვასილ მაისურაძის ასისტენტად მუშაობდა.

2016 წელს იგი “ლოკოს” დუბლშემადგენლობას ჩაუდგა სათავეში და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2016 წლიდან, ჟერარდ სარაგოსას, შემდეგ კი გიორგი დევდარიანის ასისტენტად მუშაობდა.

fcloco.ge