ბართომეუს კომენტარი “რომასთან” მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში “რომამ” “ბარსელონა”, მოულოდნელად, 3-0 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს კატალონიელთა პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ესაუბრა.

“ვიცი, ახლა რას განიცდიან ჩვენი ფანები. ვულოცავ “რომას”. ძალიან ცუდი დღეა ჩვენთვის. ის მივიღეთ, რასაც არ ველოდით. მეტოქემ უკეთესად ითამაშა. მათ ყველა ასპექტში გვაჯობეს. ძალიან გვსურდა, ნახევარფინალამდე მიგვეღწია. ბოდიში ყველა “კულეს!” – ამბობს ბართომეუ.

ლუის სუარესი: “ბარსელონამ “რეალს” საპატიო კორიდორი არ უნდა გაუკეთოს”

მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. აღნიშნული თასის მოგების შემდეგ, “ბლანკოსი” პირველ შეხვედრას კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ 23 დეკემბერს გამართავს. ბევრი თვლის, რომ ამ დაპირისპირების დაწყებამდე “ბლაგურნამ” “თეთრებს” საპატიო კორიდორი უნდა მოუწყოს.

ზემოთ ნახსენებს არ ეთანხმება კატალონიელთა თავდამსხმელი, ლუის სუარესი.

“საპატიო კორიდორი ჩემთვის ახალი რამეა. ასეთი რამე, რაც ესპანეთში ჩამოვედი, პირველად მესმის. ვიცი, წესებში წერია, რომ თუ შენთან ერთად რომელიმე ტურნირზე მოასპარეზე მეტოქე მოიგებს თასს, მაშინ მას, პატივისცემის ნიშნად, საპატიო კორიდორი უნდა გაუკეთო. თუმცა, ამ სიტუაციაში მსოფლიოს ჩემპიონატთან არაფერი გვაკავშირებს. ამიტომ, ამის გაკეთებას არ ვაპირებთ,” – აცხადებს სუარესი.