დღეს რომან ფიფიამ, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მწვრთნელებსა და თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი და წლის წარმატებული დასასრული მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ “დინამოს” აკადემიის გუნდებმა უპრეცედენტოდ წარმატებული სეზონი ჩაატარეს, იმარჯვეს რა საქართველოს პირველობის 7 ასაკობრივ ჩემპიონატში და ერთ მათგანში მეორე ადგილი დაიკავეს. ასევე 19 წლამდე გუნდმა უეფას ახალგაზრდული ლიგის საგზურიც მოიპოვა. ახალ წელს ფეხბურთელები სახლებში აღნიშნავენ, იანვრის შუა რიცხვებიდან კი ბაზაზე დაბრუნდებიან და მომავალი სეზონის სამზადისს შეუდგებიან. ასევე ცვლილებაა აკადემიის ხელმძღვანლის პოზიციაზე, არჩილ კეკელია ლევან გვანცელაძემ ჩაანაცვლა.