გიორგი ბერიაშვილმა “ტორპედო” დატოვა

ბოლო პერიოდში ხშირად იწერება იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც ქუთაისის “ტორპედოში” დარჩნენ და მომავალ სეზონს იმერელთა რიგებში გაატარებენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბერიაშვილმა “ტორპედო” დატოვა. 31 წლის ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და მხარეების შეთანხმების საფუძველზე ის აღარ გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისელთა პრესსამსახური ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს გიორგი კარიერას. ბერიაშვილი “ტორპედოში” 2017 წლის სეზონის მეორე წრის შემდეგ “სამტრედიიდან” გადავიდა და 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ბერიაშვილთან ერთად იმერელთა რიგებს ასევე დაემშვიდობა გურამ ადამაძე.