საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” შეიკრიბა

როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში რუსთავის “რუსთავმა” ეროვნულ ლიგა 2-ში წარმატებული თამაშის შემდეგ საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში ასპარეზობის უფლება პირდაპირ მოიპოვა.

დღეს, 20 დეკემბერს ეროვნული ლიგა 2-ის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” პირველად შეიკრიბა. გუნდმა ჩაატარა მსუბუქი ვარჯიშები, რომლებიც ყოველდღიურად ახალ წლამდე გასტანს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დატოვებს გუნდს, ან ვინ იქნება “რუსთაველთა” ახალწვეული, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალები ახალი წლის შემდეგ გაირკვევა.

ასევე არ არის ცნობილი, თუ სად ჩაატარებს საშინაო შეხვედრებს ეროვნულ ლიგა 1-ში ახლად აღზევებული “რუსთავი”.