რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ინგლისის თასის 1/4 ფინალის შეხვედრა “ბრისტოლ სიტსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს”
შორის, სადაც ბევრისთვის მოულოდნელად გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.
მატჩი აშკარად “იუნაიტედის” კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიში 51-ე წუთზე ბრაიანმა გახსნა, რასაც მალევე მოჰყვა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ულამაზესი საჯარიმო დარტყმა და შვედმა ფეხბურთელმა ანგარიში გაათანაბრა. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ დამატებითი დრო უნდა დანიშნულიყო, თუმცა 93-ე წუთზე სმიტმა მანჩესტერელთა უყურადღებობით ისარგებლა და თავის გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური მოუპოვა. საბოლოოდ მატჩი “ბრისტოლ სიტის” გამარჯვებით 2:1 დასრულდა.