საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 2017 წელი 104-ე ადგილზე დაასრულა (ფოტო)

2017 წლის საფეხბურთო სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, ფიფამ კი ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 104-ე პოზიცია 322 ქულით შეინარჩუნა.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა უარყოფითი რეკორდი დაამყარა ყოველწლიურად პროგრესს განიცდის და წინსვლა აშკარაა. სამი წლის განმავლობაში ვაისის გუნდი 21 საფეხურით დაწინაურდა.


პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:
1. გერმანია (1602)
2. ბრაზილია (1483)
3. პორტუგალია (1358)
4. არგენტინა (1348)
5. ბელგია (1325)
6. ესპანეთი (1231)
7. პოლონეთი (1209)
8. შვეიცარია (1190)
9. საფრანგეთი (1183)
10. ჩილე (1162)