მას შემდეგ, რაც მიუნხენის ბაიერნმა 2018 წლის პირველი ტრანსფერი გააოფიციალურა, კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი ამცნო გულშემატკივრებს. გადაწყდა, რომ კინგსლი კომანი გერმანელთა რიგებში 2023 წლამდე დარჩება.
კომანმა ხელმოწერის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა: “ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან საშუალება მაქვს “ბაიერნის” რიგებში დიდხანს ვითამაშო. მიუნხენი ჩემი მეორე სახლივითაა”, – აცხადებს კინგსლი კომანი. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია პროგრესი, რომელსაც ფრანგი ახალგაზრდა განიცდის მიუნხენელთა მესვეურებს თვალთახედვიდან არ გამოჰპარვიათ.
კომანი წითელთა მაისურით 2015 წლიდან გამოდის, 21 წლის ფეხბურთელმა ამ პერიოდში 84 შეხვედრის ჩატარება შეძლო. მის ანგარიშზე 12 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.