ლა ლიგა სანტანდერის ბინადარს, “ლას პალმასს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კანარის კუნძულელებს სათავეში პაკო ხემესი ჩაუდგება.
შეგახსენებთ, რომ “ლას პალმასის” მესვეურებს ხორხე ალმირონის დანიშვნა სურდათ. 46 წლის არგენტინელს საკუთარ ქვეყანასა და მექსიკაში ჰქონდა ნამუშავები მწვრთნელად. თუმცა, უეფამ, გადაამოწმა რა საბუთები, მისი კვალიფიკაცია და გამოცდილება საკმარისად არ ჩათვალა და კლუბის ბოსებმაც ის ვერ დანიშნეს.
რაც შეეხება პაკო ხემესს, 47 წლის კანარიელმა მეორედ ჩაიბარა ეს პოსტი. ადრე მშობლიურ გუნდს პაკო 2010 წლის აპრილიდან 2011 წლის თებერვლამდე წვრთნიდა. შემდგომში კი, “კორდობაში”, “რაიო ვალეკანოში”, “გრანადასა” და “კრუზ აზულში” მუშაობდა.