2017 წლის ტრიუმფატორ ქუთაისის “ტორპედოს” მომავალ სეზონში დიდი გეგმები აქვს, ამიტომაც იმერლები, უპირველეს ყოვლისა, ბირთვის შენარჩუნებას ცდილობენ.
ამ კუთხით ქუთაისლებმა მართლაც დიდი სამუშაო გასწიეს, გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია, რაც შეეხება ახალწვეულებს, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საჩხერის “ჩიხურას” აწ უკვე ყოფილი ათიანი მიშიკო სარდალივილი იმერელთა რიგებში ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას “ტორპედოელთა” პრესსამსახური ავრცელებს. სარდალიშვილი გუნდში პირველი ახალწვეულია, თუმცა ჩხეტიანის კლუბი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ სარდალიშვილი 2015 წლის შემდეგ “ჩიხურას” რიგებში გამოდის. უკანასკნელ სეზონში მან 35 მატჩი ჩაატარა და 8 გოლით გამოიჩინა თავი, ამავდროულათ ის ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ალტახის” წინააღმდეგ გამართულ ორ მატჩიან დუელში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.