ვიქტორ ვანიამამ მუხლის ტრავმა აგვისტოში, “ბარნლის” წინააღმდეგ მიიღო და უკვე ოთხი თვეა, ლონდონის “ტოტენჰემს” ვერ ეხმარება.
26 წლის ნახევარმცველზე “სპურსების” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.
“ვნახოთ, როდის დაბრუნდება ვიქტორი. წინა სეზონში ის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა გუნდის წარმატებაში. ამ სეზონში ვანიამა, ფაქტობრივად, დავკარგეთ. თუმცა, გუნდში მისი დიდი საჭიროებაა. იმედი მაქვს ის უკვე მალე დაბრუნდება. როგორც ვვარაუდობთ, ვიქტორი “ბარნლისთან” შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა ათი დღის მანძილზე “საუთჰემტონთან”, “სუონსისთან” და “ვესტ ჰემთან” გასამართ მატჩებში მზად იქნება,” – აცხადებს პოჩეტინო.