კატალონიის “ბარსელონას” ყოფილ მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტის” გაძლიერება ესპანელთა ნახევარმცველით სურს.
ამის შესახებ ინფორმაციას Don Balon-ი ავრცელებს და წერს, რომ ბუსკეტსის სანაცვლოდ ქალაქელები 56 მილიონ ფუნტს ამზადებენ. ამპულით ჩამშლელ ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსყიდვის თანხა 200 მილიონი ფუნტია, თუმცა, გვარდიოლას აზრით, ზევით დასახელებული თანხა საკმარისი იქნება მოსალაპრაკებლად. თუ კატალონილებს ზამთარში კოუტინიოს გადაბირება სურთ, აღნიშნული შემოთავაზება აუცილებლად უნდა განიხილონ.
შეგახსენებთ, რომ სერხიო ბუსკეტსი “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2008 წლის შემდეგ გამოდის. 29 წლის ფეხბურთელმა ამ პერიოდში 455 შეხვედრა ჩაატარა.