ჟოაო მარიოს ინგლისურ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება

იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ჟოაო მარიოს აგენტი აქტიურად ცდილობს ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებთან შეთანხმების მიღწევას. მსგავსი დავალება ამ უკანასკნელმა თავად ფეხბურთელისგან მიიღო.

როგორც ცნობილი ხდება, პორტუგალიელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა “ნერაძურიში” სათამაშო პრაქტიკის არქონით და რაც შეიძლება მალე სურს კლუბის დატოვება.

ლისაბონის “სპორტინგის” ექს-ნახევარმცველის გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვა “ვალენსიას” ხელმძღვანელობამ, მაგრამ ჟოაო მარიოს მხოლოდ ინგლისის საუკეთესო ჩემპიონატში სურს კარიერის გაგრძელება.

მართალია, “სან სიროელებს” 40 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელის გაშვება არ უნდათ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პრემერ ლიგის რომელიმე ბინადარი საჭირო თანხის გადახდას დათანხმდება, ჟოაო მარიოს იტალიაში ვეღარაფერი დააკავებს.