ოფიციალურად: ჯაბა კანკავა ყაზახურ კლუბში ითამაშებს

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახურ “ტობოლში” ჩაირიცხა. ეს ყოველივე “ტობოლის” სპორტულმა დირექტორმა vesti.kz–თან დაადასტურა.

“გასული სეზონის შემდეგ შევძელით და გუნდის შემადგენლობის 80% შევინარჩუნეთ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, “ტობოლი” ასევე 5 პოზიციაზე გაძლიერდა. კლუბში საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები ჩაირიცხნენ, მათ შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა”,– აცხადებს პანინი. ჯაბა ყაზახურ კლუბში მოსალაპარაკებლად ნოემბრის თვეში ჩავიდა და როგორც ჩანს, “ტობოლში” დარჩენა გადაწყვიტა.

საქართველო ნაკრების კაპიტანი დაახლოებით ერთი წელი უგუნდოდ იყო, მანამდე კი სხვადასხვა დროს “რეიმსის”, “დნეპრის” და კიევის “არსენალის” მაისურით გამოდიოდა.