თბილისის “ლოკომოტივი” პირველად შეიკრიბა (ფოტო)

ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ, ქართული კლუბები გაძლიერებასა და ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას ცდილობენ, რათა მომავალ სეზონში საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში ღირსეულად წარსდგნენ.

გუნდები ნელ-ნელა იკრიბებიან და 2018 წლისთვის მზადებას იწყებენ, დღეს კი “ლოკომოტივმა” ვარჯიში განაახლა. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა, დღეს, საწვრთნელი პროცესი საგურამოს ბაზაზე ჩაატარა. ჯერჯერობით უცნობია ახალწვეულების ვინაობა.