ოფიციალურად: თორნიკე გორგიაშვილი თბილისის “საბურთალოს” ფეხბურთელია

29 წლის თორნიკე გორგიაშვილმა, რომელიც ბოლოს საჩხერის “ჩიხურას” შემადგენლობაში ასპარეზობდა, დედაქალაქურ “საბურთალოსთან” 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და ახალწვეულმა, კონტრაქტს დღეს მოაწერეს ხელი.

გორგიაშვილი 2009-2010 წლების სეზონიდან 2013-2014 წლებში “ზესტაფონში” ირჯებოდა, სადაც 2-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელაც სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 2013-14 წლების სეზონზე კი უკვე “დინამოს” შემადგენლობაში მოახერხა ჩემპიონობა და თასის მოპოვება. ამის შემდეგ კი “სამტრედიაში”, “ცხინვალსა” და “ჩიხურაში” თამაშობდა.

წლევანდელ ეროვნულ ლიგაში გორგიაშვილმა 29 მატჩი ჩაატარა და 3-ჯერ აიღო მეტოქის კარი.