ავსტრალიის ქალაქ პერთში ჰოპმანის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელებიც იღებენ. ჰოპმანის თასი არაოფიციალური ტურნირია, რომელიც უმეტესწილად სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას ისახავს მიზნად. ამ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგები სრულიად უმნიშვნელოა, ამიტომაც ჩოგბურთელები ყოველგვარი სტრესისგან არიან თავისუფლები.
მაესტრო როჯერ ფედერერი მეორედ იღებს მონაწილეობას პერთის ტურნირზე და საკმაოდ კარგადაც ერთობა. დღევანდელი საჩოგბურთო მატჩის საუკეთესო მომენტიც სწორედ ფედერერს უკავშირდება, რომელიც ანასტასია პავლიუჩენკომ თავისი კარგი თამაშით შოკში ჩააგდო.