“რეალ სარაგოსა” “ნუმანსიასთან” საკუთარ მოედანზე დამარცხდა

დღეს სეგუნდა დივიზიონის პლეიოფის განმეორებითი მატში “რეალ სარაგოსამ” “ნუმანსია” მიიღო.

დაპირისპირება თავიდან ბოლომდე ჩაატარა მასპინძელთა შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი პაპუნაშვილმა. ანგარიში 64-ე წუთზე ინიგო პერესმა გახსნა. თუმცა, მეოთხმოცეზე მიგელ გონსალესმა “რეალ სარაგოსას” ჩამორჩენა აღადგინა. გადამწყვეტი გოლი მატჩის პირველ დამატებით წუთზე პაპე მალი დიამანკამ შეაგდო და სტუმრები პლეი-ოფის ფინალში გაიყვანა. ორი მატჩის ჯამში 2-3 “ნუმანსიას” სასარგებლოდ, შესაბამისად, “პაპუ” ლა ლიგისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

 

“რეალმა” სტუმრად “ნუმანსია” დაამარცხა და მეოთხედფინალს მიუახლოვდა (ვიდეო)

გუშინ ესპანეთის კოპა დელ რეის მერვედფინალურური შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” “ნუმანსიას” ესტურმა. როგორც მოსალოდნელი იყო, დაპირისპირება მთლიანად “ბლანკოსის” უპირატესობით წარიმართა. 35-ე წუთზე გარეთ ბეილმა თერტმეტმეტრიანი გამოიყენა და ანგარიშიც გახსნა.

მეორე ნახევარში, მესამოცე წუთზე დიამანკამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და “ნუმანსია” ათი კაცით დარჩა. 89-ე წუთზე ისკომ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა, ხოლო ზუსტად ორ წუთში ბორხა მაიორალმა აჩრაფ ჰაკიმის პასით შეძლო მასპინძელთა კარის აღება.

საბოლოოდ, მადრიდელებმა ანგარიშით, 3:0 იმარჯვეს და მეოთხედფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგეს.

 

ზიდანი: “შეიძლება, ვინმე დავიმატოთ, მაგრამ ერთადერთი, რაც ძალიან არ მსურს, ვინმეს წასვლაა”

დღეს მადრიდის “რეალი” კოპა დელ რეის 1/8 ფინალში “ნუმანსიას” ესტუმრება.

“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“გუნდში ტრავმირებული კარიმ ბენზემაა. მან ამის შესახებ “ელ კლასიკოს” დასრულების შემდეგ მამცნო. ამ საკითხში სრულიად ვენდობი, რაგდან იგი თამაშზე ბოლომდე დაიხარჯა და მხოლოდ ამის შემდეგ გამაგებინა, რომ დაზიანება ჰქონდა. შემდეგ ის დღესასწაულის აღსანიშნად საკუთრ ქვეყანაში დაბრუნდა, ისევე, როგორც სხვები. ხოლო, როცა მადრიდში ჩამოვიდა, ისევ ვერ გრძნობდა თავს კარგად.”

“მართალია, რომ პრეზიდენტს შევხვდი და სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. სატრანსფერო ფანჯარა დადგა და ეს ბუნენბრივია. უახლოეს დღეებში არავის დავიმატებთ, თუმცა ნებისმიერი რამ შეიძლება, მოხდეს. შესაძლოა, ვინმე მოვიდეს, თუმცა ერთადერთი რამ, რაც ძალიან არ მინდა, ვინმეს წასვლაა.”

“რაც შეეხება “ნუმანსიას”, ისინი თავიანთ დივიზიონში მშვენივრად გამოიყურებიან. პატივს ვცემთ ჩვენს მეტოქეს და ვიცით, რა მნიშნელობისაა ეს შეხვედრა. “ბარსელონასთან” წაგებამ გული გვატკინა, თუმცა სამივე ჩემპიონატში ისევ ვიბრძვით,” – ამბობს “ზიზუ”.