დღეს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. “მიხეილ მესხზე” საჩხერის “ჩიხურამ” იერუსალიმის “ბეითარი” მიიღო.
დაძაბული დაპირისპირება ორმხრივი შეტევებით წარიმართა და უგოლო ფრით, 0-0 დასრულდა. შესაბამისად, საჩხერული გუნდი ისრაელში ფრის (0:0 გარდა) შემთხვევაშიც კი, შემდეგ ეტაპზე გავა.
აქვე გეტყვით, რომ “ჩიხურა” “ბეითართან” განმეორებით მატჩს 19 ივლისს გამართავს. დაპირისპირება იერუსალიმში “ტედდი მალჩა სტადიონზე” თბილისის დროით, 21:45 წუთზე დაიწყება.