დვალი კვლავ შედეგიანია – ქართველი მცველის საგოლე გადაცემა პოლონეთში

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასაში 29-ე ტურის მატჩები შედგა. შენცინის “პოგონმა” ვროცლავის “სლასკი” მიიღო. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი, ლაშა დვალი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

მატჩი ანგარიშით 3-2 დასრულდა. “პოგონის” გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა 22 წლის ქართველმა მცველმა, რომელმაც 59-ე წუთზე მეორე გოლში მიიღო მონაწილეობა: მან ადამ ფრაჩაკს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

გეტყვით, რომ “პოგონი” 31 ქულით თექვსმეტგუნდიან ჩემპიონატში მეთერთმეტე პოზიციაზეა.

შინდაგორიძე: “ბალმაზიუვაროშში” შესანიშნავად დამხვდნენ”

თბილისის “საბურთალოს” ყოფილი ფეხბურთელი ლაშა შინდაგორიძე, რომელიც კარიერას უნგრეთში, კერძოდ “ბალმაზიუვაროშში” გააგრძელებს, ახალ კლუბზე საუბრობს.

“ბალმაზუივაროშთან” წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გავაფორმე. აქაურები კარგად დამხვდნენ, მათ ყურადღებას ვგრძნობ. მწვრთნელთან მქონდა საუბარი, თავისი ხედვა გამაცნო ფეხბურთისადმი. ჩემს მიმართაც არ დაიშურა საქებარი სიტყვები. კარგი ატმოსფერო სუფევს, ფეხბურთისთვის ყველანაირი პირობაა.”

“ახალ გუნდთან ერთად უკვე მეორე დღეა ვვარჯიშობ. ჯერჯერობით ადგილზე გავდივართ მზადებას, ორჯერადი ვარჯიშები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ბაზაზე ვცხოვრობ, მაგრამ ორშაბათიდან სახლს მომცემენ და იქ გადავალ საცხოვრებლად,” – ამბობს შინდაგორიძე.

“საბურთალოს” ოფიციალური გვერდი