გერმანიის ნაკრების წლის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ფანებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. ფანებმა გერმანიის ნაკრების 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში ერთპიროვნული გამარჯვება მიუნხენის “ბაიერნის” ახალგაზრდა ვარსკვლავმა, იოზუა კიმიხმა მოიპოვა, რომელმაც ხმების 45,3 პროცენტი დააგროვა.

მეორე ადგილზე “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი გავიდა, რომელმაც ხმების 37,8 პროცენტი დააგროვა. სამეული კი “ბარსელონას” კარის დარაჯმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა დახურა (4,7 პროცენტი).

ცნობისთვის გეტყვით, რომ კიმიხმა 2017 წელს “ბუნდესნაკრები” ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნაკრებთან ერთად კონფედერაციის თასსაც დაეუფლა.