უცხოურ პრესაში გავრცელებული ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთ დიდ ტრანსფერს უნდა ველოდოთ – “მანჩესტერ სიტი” ემერიკ ლაპორტეს კონტრაქტის გამოსყიდვას გეგმავს.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, “ქალაქელები” სერიოზულად ფიქრობენ ლაპორტეს ტრანსფერზე და 65 მილიონი ევრო უკვე გამზადებული აქვთ. არ არის გამორიცხული, ეს ტრანსფერი უახლოეს საათებშიც გაოფიციალურდეს.
შეგახსენბეთ, რომ ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი უკვე რამდენიმე წელია, რაც “ატლეტიკის” ძირითადში თამაშობს. 23 წლის მცველსა და ბილბაოს “ატლეტიკს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2020 წლის ივნისის თვეში ეწურება.