როჯერ ფედერერის მორიგი ტრიუმფი: შვეიცარიელის მე-20 “დიდი სლემი”

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მარინა ჩილიჩი დაამარცხა და რიგით მე-20 “დიდ სლემს” დაეუფლა. შვეიცარიელი პირველი მამაკაცი გახდა, რომელმაც ეს შეძლო. ქალებს შორის კი მას შტეფ გრაფი (22), სერენა უილიამსი (23) და მარგარეტ კორტი (24) უსწრებენ.

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი რიგით 30-ე იყო როჯერისთვის “დიდ სლემზე”, რაც მამაკაცთა ჩოგბურთის რეკორდი გახლავთ. მან ეს უდიდესი ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო.ფედერერს ხუთი სეტი დასჭირდა, გამარჯვებულად რომ გამოეცხადებინათ [6:2, 6:7 (5:7), 6:3, 3:6, 6:1].

აღსანიშნავია, რომ ფედერერმა “დიდი სლემის” გათამაშების, რომელიც 1968 წლიდან იმართება, 10 პროცენტის მოგება შეძლო. ჩოგბურთის “დიდი ოთხეულის” – ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი და მარი – ანგარიშზე კი 200-დან 51 მოგებული ტიტულია.

ეს როჯერ ფედერერისთვის მელბურნში მოპოვებული რიგით მეექვსე ტიტულია. გარდა ამისა, ის რიგით მეორე უხუცესია, რომელმაც “დიდი სლემი” მოიგო – შვეიცარიელი 36 წლის, 5 თვის და 20 დღის არის და მხოლოდ კენ როუზუოლს ჩამორჩება (37 წელი, 2 თვე და 1 დღე).

ფინალამდე ფედერერის ყველაზე რთული მეტოქე ტომაშ ბერდიხი გახლდათ, რომლის დამარცხებაც ერთ დროს ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეძლო.