“საბურთალო 2” “გაბალა 2”-თან დამარცხდა

“საბურთალო”-2-მა მორიგი ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანის “გაბალას” დუბლებთან გამართა და 0:1 დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი  გატანილი გოლით დასრულდა: შეხვედრაში სტუმრებმა მეორე ნახევარში გაიტანეს. “საბურთალო”-2-ის მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

საბურთალო: ნასყიდაშვილი, ტაბატაძე, დანცოვი, ფურცელაძე, ხარაიშვილი, ბაკურაძე, ნიკოლაშვილი, სალუქვაძე, ჯავახიშვილი, აბულაძე, ტოკლიკიშვილი.
მეორე ტაიმში შევიდნენ: ივანიაძე, ხუბაშვილი, მათოზაშვილი, კოპლატაძე, ჭანტურიშვილი, ბუიღლიშვილი.

“საბურთალოს” ოფიციალური გვერდი