დემბელე ვარჯიშს დაუბრუნდა

სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება კატალონიის “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის. უსმან დემბელე, რომელიც ტრავმირებული იყო, დღეს ვარჯიშს დაუბრუნდა და სრული დატვირთვით გაისარჯა.

გეტყვით, რომ ფრანგმა შემტევმა იანვრის შუა ნაწილში, “რეალ სოსეიდადის” წინააღმდეგ ანოეტაზე მიიღო ტრავმა. მას ბარძაყზე არსებული დაზიანება გაუმიზეზდა, რომლის გამოც რამდენიმე თვე ამ სეზონში უკვე გამოტოვა. თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, უსმანი უკვე სრულ მზადყოფნაშია.

დიდი ალბათობით, დემბელე ხვალ, ლა ლიგა სანტანდერის 22-ე ტურის მატჩში, “ესპანიოლის” წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ მიიღებს და ის უკვე მომდევნო კვირიდან დაეხმარება გუნდს.